საერთაშორისო განვითარების საკითხებში მინისტრი პრიტი პატელი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი ებრაელ პოლიტიკოსებთან ფარული შეხვედრა გახდა. როგორც ირკვევა, ბრიტანელმა მინისტრმა აგვისტოში ისრაელში ოჯახთან ერთად ყოფნის დროს ისრაელის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, თუმცა ამის შესახებ არც პრემიერს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეატყობინა. გავრცელებული ინფორმაციით, პატელი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდა.