კოლუმბიაში სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 12 ტონა კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკების პარტია ერთ-ერთ კრიმინალურ გავლენიან დაჯგუფებას ეკუთვნოდა. პოლიციის ცნობით, ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვა-მიწოდებაში 10 ორგანიზაცია იყო ჩართული. დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ხუან მანუელ სანტოსის თქმით, კოკაინი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ოთხ მიწისქვეშა საცავში აღმოაჩინეს. 12 ტონა კოკაინის ღირებულება 360 მილიონი ამერიკული დოლარია.