ნატოს კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი სტრატეგია აქვს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორი ახალი ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. „დღეს მინისტრები შეთანხმდნენ ახალი ცენტრის შექმნაზე. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კიბერუსაფრთხოებას და დაგვეხმარება, რომ ყველა მიმართულებით ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში ჩავრთოთ კიბერკომპონენტები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ნატოს ოპერაციების დაგეგმვის და მართვის 2 ახალი ცენტრიც შეიქმნება.