აშშ კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტსა და პოლიტიკას განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, რუსული აგრესიის შესაკვებლად აშშ რამდენიმე მილიონ დოლარს გამოჰყოფს.
ეროვნული თავდაცვის აქტში ერთ-ერთი მუხლი საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში ნახსენებია 2008 წლის აგვსტოს მოვლენები და რუსული აგრესია. ბალტიის ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად 100 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტში საუბარია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზეც.