აშშ-ის ხელისუფლებამ კუბის შეიარაღებული ძალების და სადაზვერვო უწყებების მიმართ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მასალებში, აღნიშნულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ორგანიზაციების სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც კუბის სამხედროების, დაზვერვის ან უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ ან მათი სახელით მოქმედებენ.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს აეკრძალებათ გარკვეული პირდაპირი ტრანზაქციების დადება ამ ორგანიზაციებთან.
ახალი რეგულაციები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.