საფრანგეთის პარლამენტმა ეროვნული ფრონტის ლიდერს, მარინ ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილება ნაციონალური ასამბლეის უმაღლესმა კოლეგიალურმა ინსტანციამ მიიღო. მიზეზი სოციალურ ქსელ Twitter-ში "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნებაგახდა. საქმის გამოძიება 2 წლის წინ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო. მარტის დასაწყისში სადეპუტატო იმუნიტეტი მარინ ლე პენს ევროპარლამენტმაც მოუხსნა.