ნაციონალისტურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების დაკავების გამო საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს.
აქცია „კატალონიის ნაციონალური ასამბლეის“ ორგანიზაციით იმართება.
მომიტინგეებს საავტომობილო მაგისტრალები და რკინიგზა აქვთ გადაკეტილი. დემონსტრანტებმა ქალაქ ჟირონაში რკინიგზის სადგური დაიკავეს.