იაპონიაში ტაიფუნ "ლანის" გამო 29 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ცალკეულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები გააფრთხილა და უსაფრთხო ადგილას გადასვლის რეკომენდაცია მისცა. მეხუთე კატეგორიის ქრიშხალს ფუკუსიმას პრეფექტურაში მსხვერპლიც მოჰყვა. დაღუპულია 5 და დაშავებულია 83 ადამიანი. სინოპტიკოსების განცხადებით, ქარის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღწევს. სპეციალისტების პროგნოზით, სტიქიის ზონაში ტოკიოც მოხვდება.