საქართველოდან გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ "ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის (ALDE)" ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს და კაია კალასს წერილით მიმართავს.
"საკმარისია!
„ქართული ოცნების“ რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს.
ქვეყანაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ იძულებული გახდა, თბილისის ოფისი დაეხურა, რადგან საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება ვეღარ ხერხდებოდა.
ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-ქრისტოფ ოტიენი ევროკავშირს ქმედებისკენ მოუწოდებენ.
მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი. თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება.
ჩვენი ერთობლივი წერილი კაია კალასისა და მარტასადმი", -ვკითხულობთ ALDE-ს სოციალურ გვერდზე.