საერთაშორისო კოალიცია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სირიაში რუსი სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სირიის მთავრობას ანტიტერორისტული კოალიციის მიმართ კითხვები უჩნდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო კოალიციის ქმედებები სირიაში უკანონოა.