უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით დასავლეთის გამშვებ პუნქტზე დაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.
„განსაკუთრებული ზომების მიღებას არ ვაპირებთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სასაზღვრო პუნქტთან ხალხის შეკრებას გეგმავენ, დაცვას, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ. დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრების შემთხვევაში, პროვოკაციებია მოსალოდნელი, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ,“-აღნიშნა სლობოდიანმა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.