ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფება.
მისი განმარტებით, „დონეცკსა და ოსეთს შორის მიმდინარეობს ღრმა ინტეგრაციული პროცესები. მთავარი მიმართულება - განათლებაა. რესპუბლიკის მეთაურთან ალექსანდრე ზახარჩენკოსთან ერთად ვგეგმავთ, ექიმების გაცვლის ორგანიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
გავრცელებული ცნობით, ანატოლი ბიბილოვი გეგმავს ოკუპირებულ დონეცკში შეხვედრები გამართოს ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.