ბათუმში თამარის დასახლებაში, რკინიგზის სადგურთან მშენებარე კორპუსში ხანძარი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.