თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანი-ნაძალადევის რაიონში მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაობი დაათვალიერა.
ქვიშხეთის ქუჩაზე მთლიანად იცვლება გზის საფარი. უკვე გაკეთებულია სანიაღვრე ქსელი. 100 მეტრზე მოწყობილია ბორდიულები და კორპუსების დამაკავშირებელი გზები.
სამუშაოები აღნიშნულ ქუჩაზე ერთი თვის წინ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 40 ათას ლარამდეა გამოყოფილი.
ქუჩის სრული განახლება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. განსაკუთრებით გარეუბნებში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მაქსიმუმ 2-3 წელიწადში თბილისში აღარ უნდა იყოს არც ერთი ეზო, რომელიც მოუწესრიგებელი იქნება", - განაცხადა უგულავამ.