სადაზღვეო ბიზნესი აგროკულტურების მოსავლის დაზღვევით ინტერესდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, მსხვილი სადაზღვეო კომპანიები მზად არიან მარცვლეული კულტურები დააზღვიონ, რითაც მწარმოებები მოსავლის დივერსიფიცირებას მოახდენენ.
"რამოდენიმე სადაზღვეო კომპანიასთან უკვე გვაქვს შეთანხმება და ისინი ქვეყნის მაშტაბით მარცვლეულ კულტურებს დააზღვევენ. ვარაუდობთ, რომ მოსავლის დაზღვევით ბევრი დაინტერესდება და ამ პროგრამასაც მრავალი მსურველი გამოჩნდება, რომელის საკუთარ მეურნეობას დააზღვევენ", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბაკურ კვეზერელი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ცნობილი არ არის, თუ როგორ სადაზღვეო პაკეტს აამოქმედებენ კომპანიები, სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მარცვლეული კულტურების მოსავლის დაზღვევით არა მხოლოდ მსხვილი მწარმოებლები, არამდედ უბრალო ფერმერებიც დაინტერესდებიან.
"ვერ ვიტყვი, რომ ეს პროექტი მხოლოდ მსხვილი ფერმერებისათვის ინება ხელმისაწვდომი. მარცვლეული კულტურების დაზღვევა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ვნახოთ სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები", _ ამბობს კვეზერელი.
მარცვლეული კულტურების დაზღვევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მავნებელმა მარცვლეული კულტურების და განსაკუთრებით ხორბლის მასიური განადურება დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრიც ადასტურებს, რომ მავნებლები წელს განსაკუთრებით "გააქტიურდნენ".
"წელს მღრღნელების პრობლემა განსაკუთრებულად დადგა, რადგანაც წელს მკაცრი ზამთარი არ იყო, რამაც მღრღნელების პოპულარიზაციის ზრდა განაპირობა. თუმცა ანალოგიური პრობლემა რამოდენიმე წელია უკვე არსებობს", _ აცხადებს კვეზერელი.
გასულ წელს ხორბლის მოსავალი მინდვრის მავნებელმა "პურის ბზუალამ" მასიურად გაანადგურა.
მავნებელმა მხოლოდ დედოფლისწყაროს ფერმერებს 29 მლნ ლარის ზარალი მიაყენა. რაიონის მაშტაბით ხორბალი 35 ათას ჰეტქარზე იყო დათესილი, რომლის 37 %-იც მავნებელმა განადგურა. კახეთის რეგიონში "პურის ბზუალა" განსაკუთრებით დედოფლისწყაროს რაიონშია გავრცელებული, რომელთანაც ბრძოლა სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით ხორციელდება.
სტატისტუკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში წლის განმავლობაში 800 ათას ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 15 %-იც ადგილზე იწარმოება. იმპორტირებული ხორბლის 85 %-ი რუსეთზე, ხოლო დანარჩენი 15 %-იც ყაზახეთსა და უკრაინაზე მოდის.