უკრაინული მედიის ცნობით, 16 სექტემბრის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.
თავდასხმის შედეგად დაზოანდა კერძო სახლები და არასაცხოვრებელი ფართები. გაჩნდა ხანძარი.
ხანძარმა მოიცვა 350 კვადრატული მეტრის ფართობის სამი საცხოვრებელი შენობა, ორი სატვირთო მანქანა ავტოსადგომზე და 600 კვადრატული მეტრის ფართობის სერვისსადგური.