ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელიდან მიმავალ კიდევ ერთ ხომალდზე მიიტანა იერიში,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
მისი თქმით, ხომალდი აშშ-ში ნარკოტიკების გადატანას ცდილობდნენ.
ტრამპის თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა სამი ადამიანი მოკლეს. ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა თავდასხმა მისი ბრძანების საფუძველზე განახორციელეს.
„თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც, დადასტურებული ინფორმაციით, ნარკოტერორისტები ვენესუელიდან საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ და აშშ-ის მიმართულებით არალეგალური ნარკოტიკი გადაჰქონდათ. დარტყმის შედეგად სამი ტერორისტია მოკლული“, – წერს ტრამპი“, - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს არის „მომაკვდინებელი იარაღი, რომელიც ამერიკელებს წამლავს“.
ცნობისათვის, აშშ-მა 3 სექტემბერსაც მიიტანა იერიში კარიბის ზღვაში, ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ გემი ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა.