ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
ნანგრევებიდან გამოიყვანეს 3 ადამიანი, ისინი კონტაქტურ მდგომარეობაში არიან. მოსახლეობა ევაკუირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
მოსახლეობა "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ მაცხოვრებლების ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. მათი ინფორმაციით, არიან ბავშვებიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.
"პირველ სართულზე გვეძინა და უცებ დაიწყო… მასა ჩამოვიდა, ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა ჩემი მოყოლილი დაბლა. ჩვენი ოჯახიდან ყველა გამოვედით, საბედნიეროდ, მაგრამ დეიდა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ ვიცით რა ხდება, ახლაც იქ არის," - უთხრა მოქალაქემ "ტვ პირველს".
როგორც ცნობილია, ფონიჭალაში კორპუსში, აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილია 4 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/IPN