პოლონეთში გაანეიტრალეს დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებსა და პრეზიდენტის რეზიდენციას თავზე დაფრინავდა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი Х-ზე წერს.
ტუსკის თქმით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ორშაბათს გაანეიტრალა დრონი, რომელიც პარკოვას ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობებისა და პოლონეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე დაფრინავდა.
„დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტის გარემოებებს იძიებს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.