აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მიმართებით საკუთარ პოზიციას გარკვეულწილად არბილებს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მას შეეძლო გაცილებით მკაცრი პოზიცია ჰქონოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ის უკან იხევს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რატომ მოქმედებს უკრაინაში Starlink-ის მუშაობაზე შეზღუდვები, მან უპასუხა:
„ამის შესახებ არაფერი მსმენია“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.