შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მტკიცებით ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ჩვენი უწყებაც და საავადმყოფოებიც შესაბამის მზადყოფნაში არიან. ჩვენ გამოვიწერეთ ამ ვირუსით განკურნებისთვის საჭირო პრეპარატები და ის მალე ჩამოვა", - განაცხადა კვიტაშვილმა, რომლის განმარტებითაც 7 ათასი ცალი ტერა ფლუს მარაგი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს.
აღსანიშნავია რომ დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ალექსანდრე კვიტაშვილს დაავალა საზოგადეობას მიაწოდოს H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანში არსებული რეალური ინფორმაცია და ის მდგომარეობაც გააცნოს რომელიც მეზობელ ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებობს.