15 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7544 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1229 ლარი გახდა.
1.59 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6477 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.23 თეთრი შეადგინა.