რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა "სააღდგომო ზავი", რომელიც მისი თქმით, ითვალისწინებს ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას უკრაინაში 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის ფედერაცია 19 აპრილს მოსკოვის დროით 18:00 საათიდან ყველა სამხედრო მოქმედებას 21 აპრილის 00:00 საათამდე შეწყვეტს.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დღეს, კვირიდან ორშაბათის ჩათვლით, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე, რუსული მხარე აცხადებს სააღდგომო ზავას.
ვბრძანებ, რომ ამ პერიოდისთვის ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყდეს. ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე ჩვენს მაგალითს მიჰყვება“, - თქვა პუტინმა.