პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მსვლელობას მართავენ. გმირთა მემორიალთან აქციის მონაწილეები ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ.
მსვლელობაში სტუდენტებთან ერთად საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახების წევრები მონაწილეობენ.
აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები შეუერთდებიან, რის შემდეგაც ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.
დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.