30 ივნისს, 16:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, თემქის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრის მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან მოსახლეობის პრობლემებს და სამართლებრივი გზებით მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. მოქალაქეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები ეჭვმიტანილისა და მოწმის უფლებების, მემკვიდრეობის, პენსიის დანიშვნის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების შესახებ.
უფასო იურიდიული დახმარება ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიული დოკუმენტების შედგენასა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობას მოიცავს. ამ მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ოფისებს უნდა მიმართონ.