თბილისის შს მთავარი სამმართველოს და იმერეთის ქვემო სავანეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა შ.პ.ს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გია წულაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
დაკავებულები არიან ზურაბ სოლომნიშვილი, გარდაცვლილის მეუღლე, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილი და ზვიად საყვარელიძე.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2009 წლის აპრილის თვის დასაწყისში, ინგა წულაძემ ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა მეუღლის, გია წულაძის მკვლელობა, რისთვისაც 5 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა. საყვარელიძემ მოძებნა მისი მეგობარი ზურაბ სოლომნიშვილი, რომელმაც უშუალოდ განახორციელა გადაჭრილი სანადირო თოფიდან ერთჯერადი გასროლით, 2009 წელის 29 აპრილს გია წულაძის მკვლელობა.
ასევე დაკავებულია ოჯახის მოსამსახურე ელენე თუშიშვილი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგა წულაძესა და ზვიად საყვარელიძეს შორის. ინგა წულაძემ მეუღლის მკვლელობის შემდეგ, თუშიშვილის დახმარებით, 3 000 ევრო გადასცა ზვიად საყვარელიძეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-ე, 179-ე, 24-ე, 109-ე და 236-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის შს მთავარი სამმართველო.