რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი ბავშვები, მიმდინარე წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ რუსული ენის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც უკვე მერვეჯერ მოსკოვში გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის სოციალური სფეროს კომპლექსის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული ენის საერთაშორისო სკოლა საბავშვო სანატორიულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის "მოსკოვიას" ბაზაზე იმუშავებს. მისი მიზანი მსოფლიოში რუსული ენის გავრცელებაა. აღნიშნულ სკოლას მოსკოვის მერის პირველი მოადგილე ლიუდმილა შვეცოვა ხელმძღვანელობს.