სეპარატისტულ აფხაზეთში იქ მყოფი მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის გეგმიური სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. აღნიშნულ ბაზას გენერალ-მაიორი სერგეი ჩებოტარიოვი ხელმძღვანელობს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსული ბაზის წარმომადგენელთა სამხედრო წვრთნა ოჩამჩირის რაიონში განლაგებულ პოლიგონზე - ნაგვალოუზე მიმდინარეობს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ წვრთნის ჩატარების მიზანი სამხედრო ბაზის სხვა და სხვა დანაყოფების სამხედრო მომზადების შემოწმებაა. სამხედრო წვრთნის დროს გამოყენებული იქნება სხვა და სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მძიმე ტექნიკა. მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები. სწავლება 25 ივლისს დასრულდება.