ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ჩვეული მეთოდით გაათავისუფლეს ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს.
ოფიციალური განცხადება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურმა გააკეთა.
"დღეს ცხინვალის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამი მოქალაქე სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს. 1975 წელს დაბადებული ფრიდონ ჯერანოვი, 1945 წელს დაბადებული კარლო ნინიური და 1965 წელს დაბადებული ნუგზარ ცარიტოვი რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო დააკავეს", _ იუწყება კომიტეტი.