22 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოში პირველად მასშტაბური სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება, რომელიც სამედიცინო სფეროსთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
ღონისძიება მსგავსი მასშტაბით პირველად იმართება და მას ევროპის მედიცინის სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები დაესწრებიან, მათ შორის იქნებიან მსოფლიოში აღიარებული პროფესორები გერმანიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექიმების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით და მათი ჩართულობა ახალი ტექნოლოგიური მიმართულებით.
ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული 300-მდე ექიმი დაესწრება, რომლებიც დაავადებებისა და მათი მკურნალობის გადაჭრის გზებზე ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციას.
ღონისძიების ტრადიციული მასპინძელი საქართველოში გერმანული კომპანია "ჰეელის" წარმომადგენლობაა, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს და მედიცინის სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციის უზრუნველყოფას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ხელს უწყობს.