ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საშუალო ასაკის ადამიანებმა დღეში მინიმუმ სამი ულუფა რძის პროდუქტი უნდა მიიღონ, რათა ძვლები უფრო გაუმკვრივდეთ და მოტეხილობისგან თავი დაიცვან.
მეცნიერთა თქმით, ამისთვის მათ ნაყინი და ნაღები ვერ დაეხმარებათ, რადგან ეს პროდუქტები კვებით ღირებულებებს ნაკლებად შეიცავს. ამის გარდა ნაყინი და ნაღები ხელს უწყობს სისხლში ცხიმისა და შაქრის მომატებას.
3212 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმჯობესია, ავირჩიოთ დაბალცხიმიანი რძე და რძის პროდუქტები. მათში ბევრია ცილა, კალციუმი, D ვიტამინი და ცოტაა გაჯერებული ცხიმი. მსგავსი რაციონი აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას, რომელიც დამახასიათებელია ძვლის სიმკვრივის დაბალი მაჩვენებლისთვის.
ამ პრობლემას მსოფლიოში მილიონობით ხანდაზმული ადამიანი აწყდება. სტატისტიკის მიხედვით 50 წლის ასაკის ზევით მქონე ყოველ მეორე ქალსა და ყოველ მეხუთე მამაკაცს ძვლების გათხელების მიზეზით ხშირი მოტეხილობები აღენიშნებათ.