ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლადამთავრებულებისათვის რუსეთის ფედერაციამ რუსეთის სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მიმდინარე სასწავლო წელს 172 კვოტა გამოუყო.
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს მრჩევლის სერგეი ვინოგრადოვის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს 68 ლიმიტი ჰქონდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს ხაზით და 68 ე.წ. რუსეთის საელჩოს ხაზით. ვინოგრადოვის თქმით, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ გასულ წელს კვოტების ნაწილი გამოუყენებელი დარჩა.
"597 სკოლადამთავრებულთაგან გასულ წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 150-მა შეიტანა საბუთები, ეს მაშინ როდესაც კვოტა იყო 200", _ აცხადებს სერგეი ვინოგრადოვი.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში დაახლოებით 430 მდე სკოლადამთავრებულია. მათგან დაახლოებით 150 -მა კი საბუთები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში შეიტანა. "ასე რომ მიმდინარე წელსაც რუსეთის მიერ გამოყოფილმა ლიმიტებმა მსურველთა რაოდენობას კვლავ გადააჭარბა. წლევანდელ სასწავლო წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებისათვის 117 ადამიანი შეირჩა ", _ აცხადებს სერგეი ვინოგრადოვი.