სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის ახალი ხელმძღვანელი ინსკე ვანდორმაელი მიიღო.
ვანდორმაელმა ამ თანამდებობაზე არიან დე რობიენი შეცვალა, რომელიც მისიას წელიწადნახევარი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 1992-1993 წწ. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი განიხილეს.
"ყველა ორგანოსთან ვთანამშრომლობთ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიასთან, დედების მოძრაობასთან და სოხუმის ახალგაზრდობის სახლთან. ვცდილობთ, უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი მომართვა ამ საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებადი პროექტი დახურა, კონფლიქტის შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა. "ამიტომაც გასაკეთებელი ნამდვილად კიდევ გვაქვს", _ განაცხადა ინსკე ვანდორმაელმა, მისივე თქმით, ამიტომაც საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი აფხაზეთში ფუნქციონირებას გააგრძელებს.