რუსეთის ფედერაციის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ შეტანილ პროექტს, რომელიც ინვესტიციების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციას ეხება.
რუსული მედია აღნიშნული საკითხის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ ამჟამად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხში შეთანხმებით-სამართლებრივ ბაზაში გარკვეული საკითხები სრულად დარეგულირებული არ არის.
"ამ შეთანხმების რატიფიცირებით, კი თანამშრომლობის ამ სფეროში საშუალებას მისცემს აუცილებელი ნორმატიული ურთიერთობების დარეგულირებისა", _ იუწყება რუსული მედია.