გალის რიონის სოფლების ქართული სკოლების პედაგოგები სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, დაახლოებით 21 პედაგოგი, რომლებიც გალის რაიონის სოფლებში ასწავლიდნენ ტრენინგებზე დასასწრებად ზუგდიდში იყვნენ გადმოსულები, ხოლო უკან დაბრუნების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა პედაგოგები დააკავა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ჯარიმის გაანთავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებს ოკუპანტებმა სკოლებში გამოჩენაც კი აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთით დაემუქრნენ.