სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ძალისხმევის გამო აფხაზეთის იზოლირებას ცდილობს, უზღუდავს, რა აფხაზეთის "მოქალაქეებს" თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ეს განცხადება ღვინჯიამ დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"შეუძლებელია აღშფოთება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ შენგენის ზონის საელჩო აფხაზეთის მოქალაქეებს ვიზებს არ აძლევს", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ ვიზებს არ აძლევენ არა მხოლოდ "ჩინოვნიკებს" არამედ კერძო პირებსაც და "ადამიანებს არ აძლევენ უფლებას ოჯახის წევრების მონახულებისა".
"არც თუ ისე ადრე ვიზები არ მისცეს აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც", _ განაცხადა ღვინჯიამ და აღნიშნა, რომ ყოველივედან გამომდინარე იბადება დასკვნა: _ "რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ევროკავშირს გაუჩნდა გარკვეული სტრატეგია _ რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაცია".