რუსეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნება და იქ რამდენიმე წლით მაინც მუშაობა სავალდებულო გახდება.
"რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ლიმიტებით ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იქ სასწავლებლად წასული სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან სამშობლოში დაბრუნდნენ", _ ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე ე.წ. ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ გააკეთა, მას შემდეგ რაც სხდომაზე ე.წ. დეპუტატმა ვინმე გენადი კოკოევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისეთი პირობებია შექმნილი, რომ რუსეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტთაგან უკან არავინ არ დაბრუნდება.
"სამხრეთ ოსეთში უკვე შემუშავებულია შეთანხმება, იმის შესახებ, რომ სასწავლებლად წასული სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან, ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდეს და აქ გარკვეული რაოდენობის წლები იმუშაოს", _ განაცხადა ცხოვრებოვამ.