გაგრასა და ადლერს შორის მომდევნო კვირიდან ელექტრომატარებლების მიმოსვლა უნდა დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ დღეს აფხაზური რკინიგზის ე.წ. სამმართველოში გააკეთეს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთკავკასიის რკინიგზის სპეციალისტების ბრიგადა, ამ დღეებში გაგრიდან რუსულ საზღვრამდე არსებული სარკინიგზო საფარის მდგომარეობას ამოწმებს.
"საუბარია საფარის 28 კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე დგინდება ელექტრომატარებლის განრიგი. გაგრის რკინიგზის სადგური ბრწყინავს სოჭიდან და ტურისტებით სავსე ელექტრომატარებლებს ელოდება", _ აცხადებს ქალაქ გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ასტამურ ქეცბა.