სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთთან შეერთება სურს", - განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის "მთავრობის თავმჯდომარემ" ვადიმ ბროვცევმა რუსულ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ბროვცევი ამჟამად სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
"რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი. მოსახლეობის პრაქტიკულად 99 %-მა ხმა მისცა რუსეთთან შეერთებას. ვფიქრობ, ეს ყველას სურს და ვისწრაფვით კიდეც ამისკენ, ყოველ შემთხვევაში, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთთან ვიყოთ", _ აცხადებს ბროვცევი.
შეგახსენებთ, რომ ვადიმ ბროვცევი ე. წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დანიშნული ე. წ. პრემიერია, ვლადიმერ პუტინის პროტეჟეა და ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითისთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მეტიც, ბროვცევთან დაპირისპირების შეწყვეტა, რამდენიმე ხნის წინ კოკოითის პირადად პუტინმა მოსთხოვა.