სანკტ-პეტერბურგში მყოფი ოს სეპარატისტთა ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოკუპანტების კონკრეტულ რაოდენობას არ დაახელებს.
"ამ მონაცემებს მე თქვენ ნამდვილად არ გეტყვით", _ განუცხადა მან რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ჟურნალისტს, რომელმაც მას ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაკონკრეტება მოსთხოვა.
"ჩვენთან მაგრდება საზღვრები, არიან რა თქმა უნდა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მესაზღრეები. საზღვარს ერთობლივად ვიცავთ. სამხრეთ ოსეთს კი 2 400 -იანი არმია გვყავს", _ აცხადებს ბროვცევი.
შეგახსენებთ, რომ ვადიმ ბროვცევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. პრემიერია და ვლადიმერ პუტინის პროტეჟეა და ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან არც თუ ისე კარგ ურთიერთობებში იმყოფება. მეტიც, ბროვცევთან დაპირისპირების შეწყვეტა, რამდენიმე ხნის წინ კოკოითს პირადად ვლადიმერ პუტინმა მოსთხოვა.