აფხაზეთს არგენტინელი ბიზნესმენი მარტინ ტელეჩეა ეწვია, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა. ბაღაფშმა არგენტინელ ბიზნესმენს სტუმრობისა და აფხაზეთით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ტელეჩეამ ბაღაფშთან შეხვედრის დროს აღნიშნა, "იგი ახალგაზრდა სახელმწიფოებით არის დაინტერესებულია და თავს აფხაზეთის მეგობრად თვლის".
ამასთან, მან აფხაზ სეპარატისტებს სოფლის მეურნების სფეროში სპეციალისტების არგენტინაში გაგზავნა ურჩია და განაცხადა, რომ "არის არგენტინაში ის, რაც სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებს დააინტერესებს".
მარტინ ტელეჩეა წარმოადგენს ლათინო ამერიკაში აბორიგენების მხარდამჭერ ორგანიზაციას "ვია-კოჩას", ასევე ი არის "ბუენოს-აირესის" ნაციონალური ბიბლიოთეკის საბჭოს წევრი.