ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამზადისი უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, 28 მარტს საქართველოს პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან, წარმატებულ სტუდენტებთან, დევნილ ბავშვებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისიდან გაემგზავრება.
,,ჩვენ მგზავრთა გაზრდილი ნაკადის დასახვედრად ინფრასტრუქტურა გადავაკეთეთ. დავამატეთ სარეგისტრაციო დახლები, ერთი გასასვლელი, დავნერგეთ გარკვეული პროცედურები, რომ რიგის რეგულირება მომხდარიყო. იგეგმება ახალი ტერმინალის გაფართოებაც. ეწყობა სპეციალური დეკორაციები და გვექნება ბევრი სიურპრიზი მგზავრებისთვის," - განმარტა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთი ალექსიძემ.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავას მიმართულებით განხორციელდება.