ცხინვალში რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის განყოფილება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის გაიხსნება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ლეონიდ ივაშოვმა გააკეთა.
"ამჟამად საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე კანდიდატიც გვყავს, რომელმაც აკადემიას უნდა უხელმძღვანელოს. განყოფილების გახსნა კი ვფიქრობ, სადღაც სექტემბერში მოხდება", _ აცხადებს ივაშოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ცხინვალში გახსნის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღეს, მაშინ როდესაც აკადემიის დელეგაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ამ რეგიონში ვიზიტით იმყოფებოდა.