დღეს, 18 ივნისს, რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების კულტურის მინისტრები სოხუმში შეიკრიბებიან. აფხაზეთის "დედაქალაქში" ასოციაცია "ჩრდილოეთ კავკასიის" კულტურისა და ხელოვნების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სოხუმში შეკრებილი სხდომის მონაწილეები, შეკრებამდე, სოხუმის ცენტრში მდებარე დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
მათ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში შეხვდება და სიტყვით მიმართავს.