რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების კულტურის მინისტრები სოხუმში შეიკრიბებიან.
ასოციაცია "ჩრდილოეთ კავკასიის" კულტურისა და ხელოვნების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ხვალ, 18 ივნისს აფხაზეთის დედაქალაქში გაიმართება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სოხუმში შეკრებილი სხდომის მონაწილეები, შეკრებამდე, სოხუმის ცენტრში მდებარე მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
მათ ხვალვე, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში შეხვდება და სიტყვით მიმართავს.