საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგანთავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარე უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოუსმინოს მათ და არ გადაიდგას მყისიერი ნაბიჯები.
აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო მდგომარეობს იმაში, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა.
2015 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქოდაპირისპირების საშიშროების წინაშე, მაშინ მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, იმისთვის რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქოდაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში.
მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. არ ვეხები რა, კერძომესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი 2" არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე, როგორც ნებისმიერი მედია არარის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს.
ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი, დემოკრატიულისაზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ფაქტიურად, ორი წლის განმავლობაში, ყველა ჩემ შეხვედრაზე რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან„რუსთავი2"-ის თემა იყო წამოწეული და მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცაკომენტარები.
საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად „რუსთავი 2" -ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს. ხედავსპროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს მედიის თავისუფლების და პლურალისტურ გარემოზე.
იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც გამოხატა თავისი ხმარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ.
მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე, მოხდა „იმედის" დარბევა, ეს იყოუაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისათვის.
ფაქტიურად, იმ წამსვე, პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივიგადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ.
თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები.
„რუსთავი 2", ისევე როგორც ყველა დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია, არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის სოციალური, პოლიტიკურიმდგომარეობის; იმ მდგომარეობის, რომელიც ქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას.
მედია აღიქმება მეოთხე ხელისუფლებად და მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა ქვეყნის დემოკრატიულობის შემადგენელი ნაწილია.
შესაბამისად, კითხვები არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია,ეს იქნება პრობლემა არა უბრალოდ ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში.
ეს არის ის კითხვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგებიდან. ამ კითხვების მიმართმიდგომა, სენსიტიურობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ განელებულა არც ერთ ეტაპზე.
შესაბამისად, მე არ მინდა გავზომო რამდენად იქნება კრიტიკული პოზიცია, მაგრამ მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, მედიისდამოუკიდებლობის პოზიცია ყოველთვის იყო ერთერთი მთავარი შემადგენელი ჩვენ პარტნიორებთან საუბართან დაკავშირებით.
მე არ ვეხები სამართლებრივ დავას, იმ საკითხებს, რომელიც საასამართლოს კონტექსტში განიხილება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნისარა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ის ეკუთვნის საზოგადოებას, მოსწონს მას ეს კრიტიკული პოზიცია, თუ არ მოსწონს.
ყველაზე მეტად მედია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც ქმნის ამ მედიას, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ცხოვრების შემადგენელ მედიაპროდუქტს.
ამიტომ მე არ შევალ კონკრეტული ვარიანტების განხილვაში, მე მინდა უბრალოდ დავაფიქსირო პოზიცია, რომ მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, ისგანცდა, რომ მედია არ არის კონტროლირებადი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სტაბლურობისთვის.
ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაში, ბუნებრივია, ჩვენ როგორც ქვეყანამ, რომელიც თავის სახელმწიფოებრიობას ავითარებს ევროპული დაევროატლანტიკური მიმართულებით, როგორც ქვეყანამ, რომელიც არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი, როგორც ქვეყანამ, რომელიც ნათლადაფიქსირებს თავის შემდეგ პოლიტიკურ მიზანს ევროკავშირის შემადგენლობაში, როგორც ქვეყანამ, რომელმაც ერთი დღის წინ მიიღო ნდობის დიდი ვოტუმი ჩვენიევროპელი პარტნიორებისაგან ვიზალიბერალიზაციათან დაკავშირებით, ასეთ კონტექსტში, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა მაღალ ინსტანციას,განსაკუთრებით კი, ევროპულ ინსტანციებს დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით".
ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუტების მდგრადობა,ბუნებრივია, ყველაფერი ეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილებია.
მე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით არ გავაკეთე განცხადება საკუთრივ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია,სწორედ ამას ეხება, რომ არ უნდა ხდებოდეს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ამსასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ჩვენ არა კულუარულად, (მე არასდროს არ ვაკეთებ განცხადებებს რაღაცკულუარულ ინფორმაციაზე) არამედ, ღია ეთერით გვესმოდა პოლიტიკოსების ძალიან მძიმე შეფასებები და ხდებოდა ღიად, განცხადებების ფორმითპოლიტიკოსების ჩარევა ამ პროცესში.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას, არც სასამართლოს შემადგენლობაზე, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამმოგახსენებთ, პოლიტიკურ ნაწილს ამ პროცესისა.
პოლიტიკურად, ქვეყანაში დამოუკიდებელი და კრიტიკული, თანაც ასეთი რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა, ეს პოლიტიკური პრობლემაა,დანარჩენი საკითხები, ასე ვთქვათ, სასამართლო დავის თემაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.