სეპარატისტულ აფხაზეთში ჩაის ფოთლის აღებისა და გადამუშავების სეზონი დაიწყო. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტთა ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნათელა აკაბამ გააკეთა. მისი თქმით, სოფელ კუტოლში არსებულმა ჩაის ფაბრიკამ ჩაის ფოთლის მიღება დაიწყო.
აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში სულ ჩაის გადამამუშავებელი ოთხი მოქმედი ქარხანაა დარჩენილი.
"დღეს ჩვენს წინაში დგას ამოცანა ავაღორძინოთ ჩაის სფერო და იმედს ვიტოვებთ, რომ ინვესტიციებისა და მოსახლეობის დაინტერესების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ და 1000 ჰა. ჩაის პლანტაციას აღვადგენთ", _ აცხადებს ნათელა აკაბა და დასძენს, რომ აფხაზეთმა უკვე შეუკვეთა რუსეთს ჩაის პლანტაციის გადამამუშავებელი 20 ტრაქტორი.