რუმინეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. მთავრობის კომპრომისის მიუხედავად, ბუქარესტის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მასობრივი საპროტესტო აქციები რუმინეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრთა კაბინეტმა კორუფციის დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი რეგულაციით, ციხეები იმ პირებს უნდა დაეტოვებინათ, რომლებსაც ქვეყნისთვის 47,5 ათას დოლარაზე მეტი არ მიუტენებიათ. კანონი ძალაში 10 თებერვლიდან უნდა შესულიყო, თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა.