მიუზიკლ ლა ლა ლენდის რეჟისორმა დემიენ შზელმა რეჟისორთა გილდიის დაჯილდოვებაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ამერიკელმა რეჟისორმა ტრამპის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის გამოც ირანელი რეჟისორი ასგარე ფარხადი ცერემონიაზე ვერ მოხვდა. ფარდაჰის ფილმი „გამყიდველი“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა საიმიგრაციო რეგულების გამკაცრების შემდეგ ირანი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.