საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის გიორგი რუხაძის თქმით, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას არმიიღება დამღუპველია ქვეყნის ინტერესებისათვის. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა არის "მკვდარი თევზის პოლიტიკა."
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი პოლიტიკა დავიდა იქამდე, დაპატიჟებს თუ არა ვინმე საქართველოს წარმომადგენლობას ნატო-ს სამიტებზე და შემდეგ ველოდებით ამ ყველაფერს და ავად არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღმოვჩნდეთ იმ ადგილას, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ ამას ჰქვია პასიური პოლიტიკა და ის დამღუპველია ქვეყნის ინტერესებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი მოწინააღმდეგე და მტრულად განწყობილი სახელმწიფო არის შენზე დიდი და ძლიერი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა საქართველოს წაადგება ძალიან ცდება. სასაცილოა, თუ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საკითხი მაშინ მონაწილეობას რატომ არ იღებ, თუმცა საქართველოს საკითხი არც ერთ სამიტზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა. მინდა საქართველოს ხელისუფლებას შევახსენო, რომ დინებას ყოველთვის მკვდარი თევზები მიყვებიან და სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა არის მკვდარი თევზის პოლიტიკა,“ - განაცხადა რუხაძემ.